ალუკობონდის (კომპოზიტური პანელების) მონტაჟი და შეცვლა
ვენტილირებადი ფასადის სისტემის მონტაჟი
ფასადის ფილებისა და პანელების დამაგრება
დაზიანებული ან მოძველებული ფასადის დემონტაჟი
მოშლილი და ჩამოვარდნილი პანელების აღდგენა
რატომ ინდუსტრიული ალპინიზმით
ფასადზე ხარაჩოს აწყობას დღეები სჭირდება, მის ქირას კი ცალკე იხდით. ალპინისტები სამუშაოს იმავე დღეს იწყებენ და შენობის ნებისმიერ წერტილს წვდებიან, სახურავიდან პირველ სართულამდე. შესასვლელი და ტროტუარი ღია რჩება, შენობა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, როცა შესაცვლელია რამდენიმე პანელი და არა მთელი ფასადი: ასეთ დროს ხარაჩოს ხარჯი ხშირად თავად სამუშაოზე მეტი ჯდება.
როგორ მიმდინარეობს სამუშაო
ფოტოთი ან დათვალიერებით ვაფასებთ, რამდენი პანელია შესაცვლელი და რა მასალაა საჭირო. ფასსა და ვადას წინასწარ გეტყვით, შემდეგ კი სამუშაოს უსაფრთხოების წესების დაცვით ვასრულებთ და ერთად ვიბარებთ.
რას ამბობენ კლიენტები
★★★★★
პირველად დამჭირდა სასიმაღლო სამუშაო და ბევრი ძებნის გარეშე ვიპოვე ეს უმაგრესი ბიჭები, გაიხარეთ
ფასი დამოკიდებულია პანელების რაოდენობაზე, მასალასა და სიმაღლეზე. რამდენიმე პანელის შეცვლისას ალპინისტები ხშირად გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ხარაჩოს ქირა. დათვალიერება უფასოა.
ამონტაჟებთ ალუკობონდს და ვენტილირებად ფასადს?
დიახ. ვამონტაჟებთ, ვცვლით და ვხსნით ალუკობონდის (კომპოზიტურ) პანელებს, ვენტილირებადი ფასადის სისტემასა და ფასადის ფილებს.
შეგიძლიათ ჩამოვარდნილი ფასადის პანელის აღდგენა?
დიახ. ალპინისტი პირდაპირ დაზიანებულ ადგილზე ეშვება და პანელს აღადგენს ან ცვლის — მთელ კედელზე ხარაჩოს აწყობის გარეშე.
სად ასრულებთ ფასადის სამუშაოებს?
ფასადის მონტაჟსა და დემონტაჟს ვასრულებთ თბილისსა და ბათუმში, საცხოვრებელ და კომერციულ შენობებზე.
უსაფრთხოა თუ არა ფასადის სამუშაოები ალპინისტებით?
დიახ. ინდუსტრიული ალპინისტების გუნდს აქვს სიმაღლეზე მუშაობის სერტიფიკატი და მუშაობს პროფესიონალური აღჭურვილობით, ორმაგი დაზღვევით. სამუშაო ზონის ქვეშ უსაფრთხოებას წინასწარ ვგეგმავთ.