ინდუსტრიული ალპინიზმი თბილისსა და ბათუმში
ფასადის, ფანჯრების და სიმაღლის სამუშაოები თბილისსა და ბათუმში. ხარაჩოს და ამწის გარეშე — სწრაფად და იაფად.
სიმაღლის სამუშაოები ხარაჩოს გარეშე
ყველაფერს, რაც შენობაზე მიუწვდომელ სიმაღლეზეა. მივდივართ თოკებით, ზემოდან ქვემოთ, ისე რომ შენობა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
ფასადის მონტაჟი და დემონტაჟი
ალუკობონდი, ვენტილირებადი ფასადი, ფილები და პანელები.
დეტალურად →ფანჯრების წმენდა სიმაღლეზე
რეგულარული წმენდა და მშენებლობის შემდეგ ცემენტისა და საღებავის მოშორება.
დეტალურად →ელვამრიდის მონტაჟი
სახურავიდან მიწამდე, დამიწებით.
დეტალურად →კონდიციონერის მონტაჟი სიმაღლეზე
გარე ბლოკი ნებისმიერ სართულზე, კრონშტეინით.
დეტალურად →წყალსაწრეტი მილების მონტაჟი
ახალი მილები, შეკეთება და ჩამოვარდნილის აღდგენა.
დეტალურად →ფასადის კოსმეტიკური აღდგენა
ბზარები, ნაპრალები, ლესვა და ღებვა დაზიანებულ შენობაზე.
დეტალურად →ვერ იპოვეთ თქვენი სამუშაო?
გამოგვიგზავნეთ ობიექტის ფოტო და გეტყვით, როგორ შევასრულებთ.
მოგვწერეთუსაფრთხოება პირველ ადგილზეა
ინდუსტრიული ალპინიზმი ხარაჩოზე იაფი და სწრაფია: ტროტუარი არ იკეტება, შენობა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და სამუშაოს იმავე დღეს ვიწყებთ.
- 01
აღწერეთ პრობლემა
ფორმით ან WhatsApp-ით, ფოტოსთან ერთად.
- 02
უფასო დათვალიერება
მივდივართ ობიექტზე და ვზომავთ.
- 03
ფასი იმავე დღეს
ზუსტი თანხა და ვადა, წინასწარ.
- 04
სამუშაო და ჩაბარება
ვასრულებთ და ერთად ვიბარებთ.
ჩვენი შესრულებული სამუშაოები




რას ამბობენ კლიენტები
პირველად დამჭირდა სასიმაღლო სამუშაო და ბევრი ძებნის გარეშე ვიპოვე ეს უმაგრესი ბიჭები, გაიხარეთ
სანდო და საუკეთესო ალპინისტები 🤍
სერვისი ფანჯრების წმენდა საუკეთესო მომსახურება აქვთ წარმატებები ✊
პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი. სამუშაოს ასრულებს ხარისხიანად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. გირჩევთ ყველას!
თავისი საქმის პროფესიონალები უმაგრესი ჯგუფი და საუკეთესოები სასიმაღლო სამუშაოებში
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს ინდუსტრიული ალპინისტების მომსახურება თბილისში?
ფასი დამოკიდებულია სამუშაოს ტიპზე, მოცულობასა და სიმაღლეზე. მაგალითად, ფანჯრების წმენდა 4 ლარიდან იწყება კვადრატულ მეტრზე. გამოგვიგზავნეთ ობიექტის ფოტო — დათვალიერება უფასოა და ფასს იმავე დღეს გეტყვით.
რა არის ინდუსტრიული ალპინიზმი და რით სჯობს ხარაჩოს?
ინდუსტრიული ალპინიზმი არის სიმაღლის სამუშაოების შესრულება თოკებით და ალპინისტური აღჭურვილობით. ალპინისტებს ხარაჩოს აწყობა არ სჭირდებათ: სამუშაოს იმავე დღეს იწყებენ, ტროტუარი არ იკეტება და იხდით მხოლოდ სამუშაოში.
რა სიმაღლის სამუშაოებს ასრულებენ ალპინისტები?
ფანჯრებისა და მინის ფასადის წმენდა, ფასადის პანელების მონტაჟი და დემონტაჟი, წყალსაწრეტი მილები, ელვამრიდი, კონდიციონერის გარე ბლოკის მონტაჟი და ფასადის აღდგენა — ნებისმიერ სართულზე.
მუშაობენ თქვენი ალპინისტები ბათუმში?
დიახ. სიმაღლის სამუშაოებს ვასრულებთ თბილისსა და ბათუმში, სხვა ქალაქის ობიექტზეც შეგვიძლია მოსვლა.
რამდენ ხანში შეგიძლიათ სიმაღლის სამუშაოს დაწყება?
ხარაჩოს აწყობა არ გვჭირდება, ამიტომ სამუშაოს დაწყება სწრაფად შეგვიძლია — ხშირად შეთანხმებიდან იმავე ან მომდევნო დღეს.
უსაფრთხოა თუ არა ფასადზე მუშაობა ალპინისტებით?
დიახ. გუნდს აქვს სიმაღლეზე მუშაობის სერტიფიკატი და მუშაობს პროფესიონალური ალპინისტური აღჭურვილობით, ორმაგი დაზღვევით.
მუშაობთ ამხანაგობებთან და დეველოპერებთან ხელშეკრულებით?
დიახ. ვმუშაობთ ამხანაგობებთან, მართვის კომპანიებთან, დეველოპერებთან, ბიზნეს ცენტრებთან და სასტუმროებთან — ერთჯერადად ან რეგულარული მომსახურების ხელშეკრულებით.
რა პრობლემა გაქვთ?
აღწერეთ, დაურთეთ ფოტო — დაგიკავშირდებით და უფასო დათვალიერებას შეგითანხმებთ. WhatsApp არ გაქვთ? ფორმა პირდაპირ ჩვენთან მოდის.
განაცხადი მიღებულია
მადლობა! მალე დაგიკავშირდებით მითითებულ ნომერზე.