მრავალსართულიანი შენობა ხშირად უბნის ყველაზე მაღალი წერტილია, ამიტომ ელვის დარტყმის რისკიც მეტია. სწორად დამონტაჟებული ელვამრიდი დენს უსაფრთხოდ ატარებს მიწაში და იცავს შენობას, ტექნიკასა და მაცხოვრებლებს.
რატომ ალპინისტებით
გამტარი ფასადის მთელ სიმაღლეზე უნდა ჩამოვიდეს. თოკით ამას სწრაფად ვაკეთებთ, ხარაჩოს აწყობის გარეშე და ნებისმიერ სართულზე.
რას ამბობენ კლიენტები
★★★★★
პირველად დამჭირდა სასიმაღლო სამუშაო და ბევრი ძებნის გარეშე ვიპოვე ეს უმაგრესი ბიჭები, გაიხარეთ
რა ღირს ელვამრიდის მონტაჟი მრავალსართულიან შენობაზე?
ფასი დამოკიდებულია შენობის სიმაღლეზე, სახურავის ტიპსა და დამიწების პირობებზე. გამოგვიგზავნეთ შენობის ფოტო — დათვალიერება უფასოა.
რატომ ამონტაჟებენ ელვამრიდს ალპინისტები?
ჩამოსაყვანი გამტარი ფასადის მთელ სიმაღლეზე უნდა ჩამოვიდეს. ალპინისტები ამას სწრაფად აკეთებენ, ხარაჩოს გარეშე და ნებისმიერ სართულზე.
აკეთებთ დაზიანებული ელვამრიდის შეკეთებას?
დიახ. ვაკეთებთ მოწყვეტილ ან დაზიანებულ გამტარს, სამაგრებს და დამიწებას.
უსაფრთხოა თუ არა ელვამრიდის მონტაჟი ალპინისტებით?
დიახ. ინდუსტრიული ალპინისტების გუნდს აქვს სიმაღლეზე მუშაობის სერტიფიკატი და მუშაობს პროფესიონალური აღჭურვილობით, ორმაგი დაზღვევით. სამუშაო ზონის ქვეშ უსაფრთხოებას წინასწარ ვგეგმავთ.